მემორანდუმი ურბანული განვითარებისთვის

16 ნოემბერი 2023, 11:28 727 ნახვა

ძველი ბათუმის ზონაში კონკრეტული ტერიტორია შეირჩევა, რომლისთვისაც შემუშავდება კლიმატზე ორიენტირებული, ინტეგრირებული ურბანული განვითარების საპროექტო წინადადებები, შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მემორანდუმს, რომელიც მდგრად ურბანულ განვითარებას ეხება, ხელი მოაწერეს ბათუმის მერმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, მომზადდება განვითარების გეგმა და საპროექტო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა და დაიწყება მცირე ზომის საპილოტე პროექტების განხორციელებაც.  

ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში