პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატ, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, შესაბამისი გაცხადებით კომიტეტს დავით სერგეენკომ წერილობით თავად მიმართა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით თავად, 27 ოქტომბერს მიმართა. საკითხი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გავა.