სკოლების დეპოლიტიზების საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა - განათლების სპეციალისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები ფიქრობენ, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების არჩევის პროცესი პოლიტიზირებული იყო. ფორუმის ძირითადი თემა სწორედ სკოლების დეპოლიტიზირების აუცილებლობას შეეხებოდა.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ დირექტორობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოპოვება არასამართლიანად ხდებოდა, რის გამოც ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა.