თბილისში, ხელოვნების გალერეა „ოპიზარიში“ ფრიდონ იჯარეთელის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ავტორმა ტილოზე ზეთის საღებავით შესრულებული ავანგარდული, სიურეალისტური, კუბისტური და სიმბოლისტური ჟანრის ნახატები წარადგინა.
მხატვარი ამბობს, რომ ნამუშევრებში თანამედროვე შტრიხებიც შეიტანა.