აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააცნეს.
უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ ინიცირებული ,,აჭარის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი პრინციპებია: საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა, გენდერული ბიუჯეტირება და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ასევე რეგიონის საჭიროებებზე ორიენტირებული საბიუჯეტო პროცესის ფორმირება, კვალიფიციური ანგარიშგების მექანიზმების დანერგვა.