უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 80 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მტერმა განახორციელა 4 სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა და 45 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
"მტერი არ წყვეტს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს. უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ თავდაცვას და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ დამპყრობლებს. მტრის შეტევითი მოქმედებები ნოვოკალინოვოს, ავდეევკას, სევერნის სამხრეთით და დონეცკის ოლქის პერვომაისკის აღმოსავლეთით წარუმატებელი აღმოჩნდა"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც იყო კონცენტრირებული პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა.
"სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით რუსები ინარჩუნებენ სამხედრო ყოფნას სასაზღვრო რაიონებში და ახორციელებენ აქტიურ დივერსიულ აქტივობებს, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ჯარების გადაყვანა საშიშ მიმართულებებზე"- განმარატვენ გენშტაბში.