პროკურატურამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც პროკურორმა შუალედურ შედეგებზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩატარებულია 90-მდე საგამოძიებო ღონისძიება, ინტენსიური მუშაობა კი გრძელდება. სახელმწიფო ბრალდებამ დღეს მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. ჯარჯი წიკლაური დღეს დეკანოზის დაკითხვის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ის თავს არიდებს კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას.