საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია, ჯერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტზე მუშაობის საბოტაჟს ცდილობდა, მერე კი, მისი მნიშვნელობის დაკნინებას.
მისივე თქმით, როგორც კი ოპოზიციაში მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, შეეცადნენ ეს მიღწევა მიეწერათ.
"ევროკავშირის განსაზღვრული პრიორიტეტები, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მოითხოვდა, რბილად რომ ვთქვათ უფრო პრობლემური აღმოჩნდა, ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, ხელს უშლიდა მათი შესრულების პროცესს. ასეთი იყო დე-პოლარიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შემთხვევები. მაშინაც კი, როდესაც შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარები თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან, ისინი ხდებოდნენ სისტემატური ბულინგის მსხვერპლნი მათი რადიკალური კოლეგებისა და ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. ეს სამარცხვინო პრაქტიკა საჯაროდ გამოაშკარავდა შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ, რომლებიც ხმა მისცეს სახალხო დამცველის კონსენსუსით არჩევას, ისე, როგორც ამას ევროკავშირის პრიორიტეტები მოითხოვდა.
ამის მსგავსად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება იჩენდა ინტერესს და განზრახვას თანამშრომლობისა, ხელისუფლება რთავდა მათ პროცესში. მაგალითად, პარლამენტის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.