პედაგოგი განსასჯელის სკამზე

12 ნოემბერი 2023, 14:08 455 ნახვა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ლანჩხუთში დაკავებული სპორტის პედაგოგი პატიმრობაში დატოვა. პროცესი მედიისთვის დახურულია. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ვლადიმერ გვარჯალაძის თქმით, სპორტის პედაგოგი პარალელურად სკოლაში საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას ეწევა. არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა და ბრალდებულმა მას დახმარება გაუწია.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს ლანჩხუთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი, 57 წლის კაცი დააკავეს, მას ბრალად მერვეკლასელი მოსწავლის მიმართ სხვაგვარი სახის სექსუალური ქმედების ჩადენა ედება. სავარაუდო დანაშაულის შესახებ მოსწავლემ კლასელებს შეატყობინა. მათ კი საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია ჩააყენეს.

არასრულწლოვანთან ფსიქოლოგი მუშაობს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში