მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება. ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა ლონდონში, სადაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია 126 ადამიანი.
პალესტინის მხარდამჭერები შეიკრიბნენ ნიუ-იორკშიც, რომლებმაც The New York Times-ის ოფისს ღაზაში მოვლენების „პრო ისრაელური პოზიციის“ გამო საღებავი შეასხეს.
აქციები გაიმართა ბაიდენის რეზიდენციის წინაც, ასევე ირლანდიასა და საფრანგეთში.