უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა „მშვიდობის ფორუმზე“

11 ნოემბერი 2023, 11:01 449 ნახვა

პარიზის მშვიდობის ფორუმზე ონლაინ ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტიც.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო გზაჯვარედინზეა, მაგრამ არ არის განწირული მტრობისა და ტანჯვისთვის. აღნიშნა, რომ ლოკალურ ომებს კოლაფსის გამოწვევა შეუძლიათ.

ზელენსკის თქმით, კატასტროფების თავიდან აცილება და ერების ტანჯვის შეჩერება ყველას თანამშრომლობასა და ერთობას შეუძლია, ვინც ნამდვილად აფასებს მშვიდობას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში