„დიდგორი 2023 “ საველე სწავლება

11 ნოემბერი 2023, 10:10 507 ნახვა

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე სიტუაციური სწავლება ჩატარდა.

ოპერაციაში პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი იყო ჩართული, რომელსაც მხარს უჭერდა ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ოცეული და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, რომელმაც მოთხოვნის შესაბამისად ბატალიონის ლოჯისტიკური მარაგებით გადავსება განახორციელა.

„ნორიოს“ ტერიტორიაზე სიმუალციური სცენარის მიხედვით გათამაშდა მოწინააღმდეგის შეყოვნება-ბლოკირების ოპერაცია, დაჭრილის საჰაერო ევაკუაცია და სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი