„ფესტივალიდან ფესტივალამდე“ - ყოველწლიური კვირეული გაიხსნა, მასში ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, ვირტუოზი მუსიკოსები და ლაურეატი მხატვრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მონაწილეობენ. მათ შორის არიან საერთაშორისო კონკურსის პრიზიორები და მონაწილეები საზღვარგარეთიდან.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდება გამოფენა, კონცერტები სიმფონიურ ორკესტრთან და გალა–კონცერტები ინდივიდუალური პროგრამით. გაიმართება მასტერ კლასები სპეც.ფორტეპიანოსა და კლასიკურ ვოკალში.
პროექტს მუსიკოსი ნინა კუპატაძე ხელმძღვანელობს. ბათუმში ტრადიციუალი ფესტივალი „ხელოვანები მომავლისთვის„ გუშინ გაიხსნა და 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.