ვულოცავ საქართველოს და ჩემს კოლეგა ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

10 ნოემბერი 2023, 19:35 575 ნახვა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი საქართველოს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის გადაწყვეტილებას ულოცავს.

ხოსე მანუელ ალბარესი „ტვიტერის“ გვერდზე  წერს რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემა ევროპულ გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ვულოცავ საქართველოსა და ჩემს კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემას. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე, რომელსაც ესპანეთი მტკიცედ უჭერს მხარს“, – წერს ხოსე მანუელ ალბარესი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი