სალომე ზურაბიშვილი პარიზში, მშვიდობის ფორუმის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო

10 ნოემბერი 2023, 19:12 555 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის სახელით, „მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი