სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ

10 ნოემბერი 2023, 14:13 412 ნახვა

რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა France 24-თან  ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა   ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს გამოწვევებზე, გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ისაუბრა.

განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროექტი არის პერსპექტივა, საქართველო ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს.  ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, რადგან სხვა შემთხვევაში ქვეყანა რუსეთის წინაშე მარტო რჩება.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების პროექტის დასასრულამდე მიყვანის პროცესი.

სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი გაითვალისწინებს როგორც ქართველი ხალხის მისწრაფებას, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შესაძლოა იხილონ ევოლუცია, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებით ახსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში