საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ვიდეომასალა გაავრცელა

08 მარტი 2017, 00:00 2255 ნახვა

პროკურატურამ ე.წ-ლი ციანიდის საქმეზე მტკიცებულების ნაწილი გაასაჯაროვა. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შემუშავდა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა გეგმა, რომლის განხორციელება დაიწყო დაუყოვნებლივ. პროკურორის თქმით, ვინაიდან ირაკლი მამალაძემ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და მზადყოფნა ჩართულიყო შესაბამის ღონისძიებებში, დაიგეგმა განცხადებლისა და ბრალდებულის შეხვედრები და მათი ფარული აუდიო - ვიდეო ჩაწერა. მიზანი კი ჯარჯი წიკლაურის განცხადებით წარმოადგენდა გამოაშკარავებულიყო ბრალდებულის რეალური განზრახვა, მიზანი, მოტივი და შესაძლო თანამზრახველები.პროკურორი ამბობს, რომ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო - ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა გიორგი მამალაძის მიერ შხამიანი ნივთიერების - ციანიდის შეძენის განზრახვა, ასევე ის ფაქტი, რომ იგი შხამიანი ნივთიერების გამოყენებას გეგმავდა ადამიანის წინააღმდეგ. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი