ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა.
„გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენ გვერდით“, – წერს ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ტექსტს ქართულად წერს.
ცნობისთვის, დღეს საფრანგეთში, ელისეს სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა.