მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე -საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს.