ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს. მან ინიციატივა ევროპარლამენტის სხდომაზე გააჟღერა და დეპუტატებს მომხდარი კიდევ ერთხელ შეახსენა.
მოგვიანებით ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკომისია აღნიშნულ რეზოლუციას ნოემბრის სესიაზე უყრის კენჭს.