აქცია გზის რეაბილიტაციისა და გარეგანათების სისტემის მოწესრიგების მოთხოვნით. სოფელ ქვედა სამებისა და განახლების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და გარე განათების მოწესრიგების მოთხოვნით ხელვაჩაურის ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძემ მოსახლეობასთან ერთად ბრიფინგი გამართა. მათი განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში გზა ამორტიზებულია, რის გამოც ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.
აღნიშნული მოთხოვნებით დღესვე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ხელვაჩაურის მერიაში ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ბიუჯეტში პრობლემების მოგვარებისთვის თანხების გამოყოფას მოითხოვენ.