დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოება

08 მარტი 2017, 00:00 2470 ნახვა

როდის დაკითხავენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჯერ ისევ უცნობია.  როგორც იცით დაკავებული სასულიერო პირი ითხოვს მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას. იურისტების თქმით, ის საქმის დეტალებზე სწორედ ამის შემდეგ ისაუბრებს. დაენიშნა თუ არა ბრალდებულის ოჯახის წევრებს სახელმწიფო დაცვა ამას არ ადასტურებენ საგამოძიებო უწყებაში, თუმცა  ჩვენ გადავიღეთ დეკანოზის სახლთან სამი ავტომობილი, რომლებითაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები გადაადგილდებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი