კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს პატიმრობა შეეფარდა

06 ნოემბერი 2023, 15:28 613 ნახვა

„ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა საბადრაგო ჯგუფის წევრმა პატიმრები უმეთვალყურეოდ დატოვა და ამასთან, სპეციალური სივრცე გასაღებით არ ჩაკეტა.

დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდა.

საბადრაგო ჯგუფის წევრს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა გადაყვანისას მსჯავრდებულთა გაქცევა) აქვს წარდგენილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი