პრემიერ-მინისტრი სლოვენიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, რომლითაც ვიგებთ, რომ მხარეებმა საქართველოსა და სლოვენიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო წინ მიიწევს, რათა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი.
პრემიერ-მინისტრმა სლოვენიის თავდაცვის მინისტრს გააცნო ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით.