“გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“ - სპექტაკლი თოჯინების თეატრში

05 ნოემბერი 2023, 20:04 814 ნახვა

ომი, ომის შედეგები, სახლში დაბრუნების სურვილი, მონატრებული ზღვა და აფხაზეთის ქუჩები - მსახიობებმა დღეს ომის შედეგად მიყენებულ  ტკივილზე სცენიდან ისაუბრეს.  

„გამარჯობა,  აფხაზეთო, შენი'' - სპექტაკლის ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა. 

სპექტაკლის, ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი პროფესორი მანანა ბერიკაშვილია.

ერთმოქმედებიან სპექტაკლში საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი