ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავა

05 ნოემბერი 2023, 10:20 551 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება. ენტონი ბლინკენმა მანამდე ისრაელში მიმდინარე ომთან დაკავშირებით შეხვედრები გამართა იორდანიაში, სადაც ის ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს შეხვდა, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს, რადგან ეს ჰამასს გადაჯგუფების საშუალებას მისცემს და კვლავ გაიმეორებს იმას, რაც 7 ოქტომბერს გააკეთა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყანა არ შეეგუება მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტვას და მათ დასაცავად ზომების მიღების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი