"ავერსის" კლინიკიდან პატიმართა გაქცევის საქმესთან დაკავშირებით კიდევ 1 პირი დააკავეს - მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, თუმცა კონკრეტულად, ვინ არის აღნიშნული პირი ან სად დააკავეს, დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს, კი რომელსაც 1 ნოემბერს კლინიკა "ავერსში" მიყვანილი 3 პატიმარი გაექცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
ბრალდებულის ადვოკატი ამბობდა, რომ ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და ითხოვდა 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას, საპასუხოდ, პროკურორმა აღნიშნა, რომ საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელს უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, რის გამოც ითხოვდა უმკაცრეს სასჯელს.
"ავერსის" კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.