პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

04 ნოემბერი 2023, 17:15 640 ნახვა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი. ბრალდებული წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევია. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი