საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველომ აშშ-ს გადასცა პირი, რომელსაც ბრალად ედება 70 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლება და ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით თაღლითური სქემების მოწყობა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ამ პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.