„ოთარაანთ ქვრივი“ ბელგიაში მცხოვრები მაყურებლისთვის

04 ნოემბერი 2023, 10:50 539 ნახვა

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებულმა ლიტერატურულმა თეატრმა „ჩვენ დავბრუნდებით“  ქართველი ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ოთარაანთ ქვრივი“ წარმოადგინა. თეატრი 9 წელია მუშაობს და 10 სპექტაკლი უკვე დაიდგა. სპექტაკლში მთავარი როლი თავად მანანა ხორბალაძემ შეასრულა.

ბელგიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ინსცენირებაში მონაწილეობა საქართველოდან, ირლანდიიდან და საფრანგეთიდან ჩასულმა მოყვარულმა მსახიობებმაც მიიღეს.

სპექტაკლის პრემიერაზე დასასწრებათ ანტვერპენში ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, საკონსულოს, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის წარმომადგენლები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში მცხოვრები ემიგრანტები ჩავიდნენ. სპექტაკლი თბილისიდან მიწვეულმა რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი