ხელვაჩაურის საჯარო სკოლების 58 პედაგოგს მადლობის სიგელი გადაეცა

04 ნოემბერი 2023, 11:18 829 ნახვა

„,მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 58 პედაგოგი დაჯილდოვდა.

მასწავლებლებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

,,მასწავლებლის ეროვნული დღე" წელს პირველად საქართველოს მთავრობის ინიციატივით 27 ოქტომბერი დაწესდა, რომელიც საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში