დაპირისპირება გახარიას პარტიაში

03 ნოემბერი 2023, 19:42 581 ნახვა

გიორგი გახარიას პარტიიდან გადინება გრძელდება. ამჯერად  პარტია საქართველოსთვის რიგებს გია ცეცხლაძე ტოვებს. მან გადაწყვეტილების შესახებ  კრიტიკული წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილთან ალიანსშიც დაადანაშაულა. ცეცხლაძე წერს, რომ   გახარია ყველას არწმუნებდა  თითქოს მისი პროექტი „შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან“.  იგი უკვე ყოფილ ლიდერს მოღალატეს და მატყუარას უწოდებს. ბრალდებებს ყოფილი თანაგუნდელები პასუხობენ და ცეცხლაძის ეს ნაბიჯი აკვირვებთ. აინტერესებთ,  თუ ყოფილი პრემიერების ფარულ პოლიტიკურ  მოქმედებებს ხედავდა, წლების განმავლობაში რატომ დუმდა. სახელისუფლებო პარტიაში კი ოპონენტებისგან განსხვავებით არ უკვირთ ცეცხლაძის  პოლიტიკური არჩევანი. ფიქრობენ, რომ გიორგი გახარიას პარტია კიდევ უფრო შესუსტდება. აქვე გაგახსენებთ, გია ცეცხლაძე 2021 წელს ოზურგეთის მერობისთვის იბრძოდა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში