ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 275 ოჯახის საკითხი განიხილა და 273-ი დააკმაყოფილა დღეს სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ. დაზარალებულთაგან უმრავლესობას, შუახევში მცხოვრებ 207 ოჯახს ზიანი სეტყვის შედეგად მიადგა. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მათ ზარალი აუნაზღაურდებათ. ფინანსურად დაეხმარებიან ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. მათთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 759 ათას 133 ლარი გამოიყოფა. სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობდა.