2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჯარო მოხელეებს, ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც და ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული.
"შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში, 70-წელს ზემოთ პენსია უკვე 500 ლარამდე იქნება. თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელზე ქვემოთ პენსია. ასევე საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც. 10%-იანი ზრდა არის ჩადებული. ბოლო სამ წელიწადში, 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-ით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 400 მილიონი ლარზე მეტით გაიზრდება განათლების დაფინანსება მომავალ წელს“, – განაცხადა პრემიერმა.