საზოგადოებრივი  მაუწყებლის  ბორდის   სხდომა

07 მარტი 2017, 00:00 2936 ნახვა
00:00
00:00

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს სიტყვიერად არხის მენეჯმენტი და საბჭოს წევრი სულხან სალაძე დაუპირისპირდნენ. მენეჯმენტმა დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოადგინა სტრუქტურული ცვლილებების გეგმა, რომელიც საშტატო ცვლილებებსაც ითვალისწინებს და 17 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. როგორც არხის ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს მათ შორს რამდენიმე სამსახურის შერწყმას. ამის შედეგად, ზოგიერთი კადრი გადაინაცვლებს სხვა დეპარტამენტში, მცირე რაოდენობა კი შესაძლოა გათავისუფლდეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი