გააღებს თუ არა ევროკავშირი კარს ახალი წევრებისთვის - ეს სულ რაღაც 2 თვეში გაირკვევა, მანამდე ქვეყნები ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინში არიან, მათ შორის საქართველო. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე 6 დღე რჩება. იქამდე თბილისში ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური მდებარეობის დამსახურება იქნება. მმართველ გუნდში კი ისევ ირწმუნებიან, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.