ევროკავშირის გაფართოება-კონფერენცია ბერლინში

02 ნოემბერი 2023, 19:51 734 ნახვა

გაფართოებული ძლიერი გაერთიანება - ეს არის მთავარი გზავნილი და სათაური იმ კონფერენციის, რომელიც ბერლინში გერმანიის პირველი დიპლომატის ინიცირებით მიმდინარეობს. კონფერენციის მთავარი მიზანია, გაიხსნას ფართო დისკუსია ევროკავშირის წევრ, კანდიდატ და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებს შორის, ერთი მხრივ, როგორ უნდა მოემზადონ სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და, მეორე მხრივ, როგორ უნდა მოემზადოს თავად ორგანიზაცია მათ მისაღებად. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებები. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ სწორედ ახლა არის მომენტი, ორგანიზაციამ უფრო ფართოდ გახსნას კარი. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრება. ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვა საპანელო დისკუსიაზე, ისაუბრებს 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციაზე და იმ მოლოდინებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი