დამოუკიდებელი დეპუტატი საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. თეონა აქუბარდიამ იურისტებსა და სახალხო დამცველს დროული რეაგირებისთვის უკვე მიმართა.
ოპოზიციის განცხადებით, ირაკლი ბერაიას ლეგიტიმაცია შეურაცხმყოფელი განცხადებების გაჟღერების შემდეგ აღარ აქვს. ამიტომ ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამ მოთხოვნას არალეგიტიმურს უწოდებენ, ამბობენ, რომ ირაკლი ბერაიამ მომხდარზე ბოდიში უკვე მოიხადა. ოპოზიციას კი მათ მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ახსენებენ.