საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ორ ვაკანტურ ადგილს თამილა დოლიძე და გიორგი კოხრეიძე დაიკავებენ. 83-ი მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, ასეთია პარლამენტში კენჭისყრის შედეგი. თამილა დოლიძისა და გიორგი კოხრეიძის კანდიდატურები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს აჭარის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა, რომელმაც სპეციალური კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ასევე კენჭისყრით, ნდობა სწორედ დოლიძესა და კოხრეიძეს გამოუცხადა.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აჭარის ტელევზიისა და რადიოს წარმომადგენელთა რაოდენობა ორით მას შემდგე გაიზარდა, რაც პარლამენტის გადაწყვეტილებით მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო გაუქმდა. სწორედ ამ საბჭოს წევრი იყო თამილა დოლიძე. გიორგი კოხრეიძე კი მაუწყებლის ყოფილი დირექტორია და წარსულში სამეურვეო საბჭოს წევრი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კვოტით.