სამი პატიმარი კლინიკა ავერსის ეზოდან გაიქცა

01 ნოემბერი 2023, 19:54 620 ნახვა

„ავერსის“ კლინიკაში, საიდანაც სამი პატიმარი გაიქცა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები. კითხვას, დაკავებული არიან თუ არა გაქცეული პატიმრები, გენერალური ინსპექციის წარმომადგენელმა არ უპასუხა. თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა.რატი ბრეგაძის განცხადებით, სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან,რომელთაც მოუწოდებს, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს.მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. მინისტრის თქმით, თუ ვინმე პატიმრებს მიმალვაში შეუწყობს ხელს, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი