შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი?

07 მარტი 2017, 00:00 2249 ნახვა

შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 25 იანვარს ჩატარდა, რომელზეც განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ასევე იწვევს პროცენტის გაზრდას იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები. ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 20 396 სესხია გაცემული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი