ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მმართველ გუნდის წევრს ირაკლი ბერაიას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.
აცხადებენ, რომ გუშინ პარლამენტში მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სექსისტური განცხადებების შემდეგ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია უნდა დატოვოს. მათი თქმით, ქართული ოცნების ინტერესიც უნდა იყოს, ასეთი კომიტეტის თავმჯდომარე არ ჰყავდეთ.
თანამდებობის საკითხი ირაკლი ბერაიამ თავად უნდა გადაწყვიტოს- ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, რომლებიც კოლეგა დეპუტატის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ გუნდისთვის მის მიერ გაჟღერებული ფრაზების შინაარსი მიუღებელია.