დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ქალი დეპუტატები დღევანდელი სასესიო სხდომის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან მათზე თავდასხმას გმობენ.
ბრიფინგს ბრიფინგითვე უპასუხა ირაკლი ბერაიამ, რომელზეც თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
კითხვას ხომ არ დატოვებს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, ბერაიამ აღარ უპასუხა.
ბერაიას თქმით, ფიქრობს, რომ მისი განცხადებით "ყველაფერი არის გასაგები“.