საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მომხდარს "სირცხვილად" აფასებს და მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს მიიღოს უმკაცრესი ზომები. მან სრული სოლიდარობა გამოუცხადა ქალ დეპუტატებს, რომლებმაც პროტესტი გამოაცხადეს.
თემას გამოეხმაურა ქვეყნის სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანის განცხადებით, ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს.