პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

31 ოქტომბერი 2023, 17:03 586 ნახვა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე წუთის წინ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ბერაიას განცხადება გააპროტესტეს, რომელმაც პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.

პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ირაკლი ბერაიამ საკუთარი განცხადების გამო, ბოდიში უნდა მოიხადოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან იაგო ხვიჩიას მოუწოდა, მორალური პედესტალიდან ნუ ისაუბრებს. სპიკერმა ისიც თქვა, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე თავად იღებს შენიშვნას, ვინაიდან, დეპუტატისთვის გამოსვლა დროულად უნდა შეეწყვიტა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში განაცხადა, რომ ნატო-ს ასამბლეაზე საქართველოს საკითხი როცა გადიოდა, თეონა აქუბარდია არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო ,,შოპინგზე'' ან „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი