გაემგზავრა თუ არა სალომე ზურაბიშვილი დანიაში? პრეზიდენტის მორიგი ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ევროპულ ტურნეს ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად არ წყვეტს.
31 აგვისტოს პრეზიდენტმა დააანონსა, რომ იწყებდა შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა კიდეც, ამის შემდეგ კი უმრავლესობამ ის ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.
საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადგინა კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა დაარღვევს თუ არა სალომე ზურაბიშვილი დანიაში ვიზიტით ისევ კანონს, ჯერ უცნობია, რადგან ოფიციალურად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ ვიზიტზე ინფორმაციას არ ავრცელებს. არადა, ორი თვის წინ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში გეგმავს ვიზიტს.
ამავე ტურნეს ფარგლებში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები დეკემბერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთსა და ისრაელში.