პარლამენტი შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე ვეტოს დასაძლევად ემზადება

30 ოქტომბერი 2023, 15:05 561 ნახვა

პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირას დაძლევს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი ის კენჭისყრაზე გავა.

პრეზიდენტის ვეტოს პოზიტიურად აფასებენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ გადაწყვეტილებით გამოხატა პრინციპული პოზიცია დემოკრატიულ ნორმაზე.

პრეზიდენტის ვეტოს დესტაბილიზაციის ხელშეწყობად მიიჩნევს "ქართული ოცნება".

ეს ახალი კანონი აქციების მიმდინარეობისას შეზღუდვას აწესებს დროებითი კონსტრუქციების განთავსებაზე.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი