ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს მოუსმენენ. დეპუტატები წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მოისმენენ ინფორმაციას.
როგორც ცნობილია, ცვლილება 2 300-ს მედიკამენტს შეეხო.
შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე, ხელმისაწვდომი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, რის შედეგადაც წამლები დაახლოებით 45%-ით გაიაფდა.