რესპუბლიკის მოედანზე რეტრო ავტომობილების გამოფენა მიმდინარეობს. დამთვალიერებელი გასული საუკუნის სხვადასხვა მარკის მანქანებს ნახავს.
გამოფენის ორგანიზატორი, დეპუტატი არჩილ თალაკვაძეა. გამოფენაზე 150 დასახელების უნიკალური მოდელია წარმოდგენილი.
კლასიკური ავტომობილების შოუს დათვალიერება მოქალაქეებს დღის ბოლომდე შეუძლიათ.