საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა, თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობას საძირკველი ჩაუყარეს. თეატრი ჰეიდარ ალიევის სახელობის იქნება, რომელიც მის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვს აბრეშუმის ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, ისაუბრა ღონისძიების ფარგლებში გამართული სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, როგორც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნეიტრალური მეგობარი სახელმწიფოს პოზიციაზეც.